- მთავარი
- ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
ინტერნეტჟურნალი sportpsychology.ge დავაფუძნე, რათა სპორტის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მკითხველს ქართულ ენაზე ჰქონოდა წვდომა სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ჟურნალში ვაქვეყნებთ სტატიებს იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს სპორტსმენის მომზადებასა და შეჯიბრებაზე მის გამოსვლაზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შემდეგ საკითხებს:
ვისთვის ვამზადებთ მასალებს
მე და ჩემი გუნდი მასალებს ვამზადებთ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის, მშობლებისა და სტუდენტებისთვის. განვიხილავთ პრაქტიკულ სიტუაციებსაც: როგორ შეუძლია მწვრთნელს სპორტსმენთან დაშვებული შეცდომის განხილვა ისე, რომ მას თავდაჯერება შეუნარჩუნოს, ან როგორ შეუძლია მშობელს მოზარდის მხარდაჭერა წაგებული მატჩის შემდეგ. სტუდენტებისთვის ამგვარი მაგალითები სპორტის ფსიქოლოგიის თეორიულ საკითხებს კონკრეტულ პროფესიულ ამოცანებთან აკავშირებს.
ამასთან, ვქმნით სპორტის ფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი და მკვლევარი ფსიქოლოგების ბაზას, რათა მკითხველმა ერთ სივრცეში შეძლოს სპეციალისტების მოძიება და მათთან დაკავშირება.
მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ საქართველოში სპორტის ფსიქოლოგიის ისტორიას. ქართულ გამოცემებზე, საარქივო წყაროებსა და მოგონებებზე დაყრდნობით მკითხველს ვაცნობ სპეციალისტებს, რომლებიც ქართველ სპორტსმენებსა და გუნდებთან მუშაობდნენ. მათ გამოცდილებასთან ერთად მიმოვიხილავ თანამედროვე საერთაშორისო კვლევებს და განვიხილავ, როგორ გამოიყენება მათი შედეგები სპორტსმენებისა და მწვრთნელების მომზადებაში.
პატივისცემით,
ილია ნიკაჭაძე
sportpsychology.ge-ს დამფუძნებელი
ჩვენი მკითხველი
მუშაობ სპორტის ფსიქოლოგიის სფეროში?
გვინდა, რომ მკითხველმა ერთ სივრცეში შეძლოს სპეციალისტების მოძიება და მათთან დაკავშირება. დაგვიკავშირდი პროფილის დასამატებლად.