დამსახურებული მოღვაწე

ამირან გრიგოლავა

მკვლევარი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფსიქოლოგი
1947–2001

ბიოგრაფია

ამირან გრიგოლავამ საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და სწავლა იქვე, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტურაში განაგრძო. ლენინგრადში, ბეხტერევის სახელობის ინსტიტუტში, ფსიქოდიაგნოსტიკის მეთოდებს დაეუფლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ვლადიმერ ნორაკიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

1978 წელს გრიგოლავამ დაიცვა დისერტაცია ადამიანის სენსომოტორული აქტივობის შესახებ. მას აინტერესებდა, რატომ განსხვავდებიან ადამიანები მოძრაობითი ჩვევის ათვისების სისწრაფით და როგორ ახერხებენ ერთი ჩვეული მოქმედებიდან მეორეზე გადასვლას. სპორტის ფსიქოლოგიაში ის სხვადასხვა კვალიფიკაციის სპორტსმენებს იკვლევდა. მონაწილეობდა თბილისის „დინამოსთან“ მომუშავე ფსიქოლოგთა ჯგუფის საქმიანობაშიც.

თბილისის „დინამო“. ფოტო გივი დვალის სტატიიდან („სარბიელი“, 1998).
თბილისის „დინამო“. ფოტო გივი დვალის სტატიიდან („სარბიელი“, 1998).

დამოუკიდებელი საქართველოს სპორტში გრიგოლავას განსაკუთრებული დამსახურება პროფესიული თანამშრომლობის ორგანიზებაა. 1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს სპორტის ფსიქოლოგთა ასოციაცია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1997 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა სპორტის ფსიქოლოგიის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 2000 წელს, გრიგოლავა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს სიდნეის თამაშებზე ახლდა.

იყავი ახალი მასალების პირველი მკითხველი

გამოიწერე SportPsychology.ge-ის სიახლეები და პირველმა მიიღე ახალი სტატიები, კვლევები და ღონისძიებების ინფორმაცია.